
გასტროლი
ფოთის თეატრი „ევროპალია - საქართველოს“ ფარგლებში სპექტაკლ „ფიროსმანს“ წარადგენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ფოთის თეატრი კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიაზე“ ჰოლანდიაში, დენ ჰააგში (ჰააგა), მიემგზავრება.
თეატრი „ევროპალია -
საქართველოს“ ფარგლებში ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლ „ფიროსმანს” წარადგენს.
შეგახსენებთ, წელს პირველად - საქართველო ფესტივალზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
ფოთის თეატრისთვის დიდი პატივია ქართული კულტურა წარადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე.
გამგზავრებამდე კი -
8 ოქტომბერს,
19:00 საათზე,
გელოდებით ფოთის თეატრში!
თეატრი მადლობას უხდის მხარდამჭერებს:
საქართველოს მთავრობა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 43 08
ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში და საიტზე
https://biletebi.ge/poti-theatre/firosmani-pirosmani