ჭალას ჩიტი მომკვდარიყო
სპექტაკლი ძალაუფლებისა და ადამიანური ვნებების შეჯახებაა — ისტორია იმაზე, თუ როგორ შეუძლია ძალაუფლებას მოიტაცოს ადამიანი, და არსებობს თუ არა გზა ამ მონობიდან თავის დასაღწევად. მთავარი გმირი, ანდრო, დგას მორალური დილემის წინაშე: გააგრძელოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება თუ დაუპირისპირდეს საკუთარ ბუნებასა და გარემოს, რომელიც მას ამ გზისკენ უბიძგებს. ეს არის ისტორია შინაგან ბრძოლაზე, დანაშაულსა და არჩევანზე. საინტერესოა — ვინ ან რა კვდება ჭალაში?
სპექტაკლის შესახებ:
რეჟისორი ტარიელ კუბლაშვილი
კოსტუმების მხატვარი და სცენოგრაფი სანდრო ჯავახიშვილი
კომპოზიტორი კონსტანტინე ეჯიბაშვილი
ქორეოგრაფი ირინა კუპრავა
მონაწილეობენ:
1. ბაადური - ბექა ჯუმუტია
2. ანდრო - ჯანო იზორია
3. დელი (ბაადურის ცოლი) - ანი ანდღულაძე
4. დოდო (ანდროს ცოლი) - თამუნა აბშილავა
5. მკვლელი ქალი - ნინო გოშაძე
6. დავითი (ანდროს მამა) - ნოდარ ბჟალავა
7. მცველი - გუკა დვალიშვილი
