top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram

სტრიპტიზი

სტრიპტიზი

რეჟისორი: ევა გვრიტიშვილი
მხატვარი: თინა გობეჯიშვილი
კომპოზიტორი: კონსტანტინე ეჯიბაშვილი
ტექსტზე მუშაობდნენ: მანანა ანთაძე; ევა გვრიტიშვილი
ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა
ტექნიკური რეჟისორი: ეკა კულუა

მონაწილეობენ: რამინ კილასონია; გენა შონია


სპექტაკლის შესახებ:

რეცენზია

სტრიპტიზი
სლავომირ მროჟეკი
რატომ ირჩევენ ადამიანები კონფორმიზმს სხვადასხვა სახის ზეწოლის ქვეშ, მაშინაც კი, როდესაც ეს, რაც ხდება, გაუგებარია?
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მორჩილების გასახდელში!
მოქმედება ორი მამაკაცის გარშემო ვითარდება, რომლებიც გაურკვეველი მიზეზით, გაურკვეველ სივრცეში, უხილავი ავტორიტეტის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან.
სპექტაკლი იკვლევს ადამიანის არსებობა-არარსებობის პარადოქსს: რატომ და როგორ თმობენ ადამიანები თავისუფლებას ნელ-ნელა შიშის, უიმედობის და უუნარობის გამო, და როგორ ცდილობენ ღირსების დაკარგვის ახსნას თავთან და სხვებთან, რათა შელახული ნამუსი, თავმოყვარეობა და უპრინციპო მორჩილება გაამართლონ.
„სტრიპტიზი“ ერთდროულად არის გაფრთხილებაც და რეალობის რეაბილიტაცია, შეფუთული იუმორით, აბსურდული სიტუაციებით, სარკაზმით, თუმცა ამავდროულად ძალიან რეალური, ცხადი და აქტუალური.
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+
ხანგრძლივობა: 60 წუთი

კონტაქტი

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 19:00

შაბათი - კვირა: 10:00 - 21:00

ფოთი: რუსთაველის რკალი, 28
📞 ტელ:
 +995555327698 

✉️ Email: potisteatri@gmail.com 

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram

© 2023 Powered and secured by Outsource Tbilisi

bottom of page